რატომ ჩავდოთ ინვესტიცია საქართველოში?
ქვეყანას ძლიერ ეკონომიკურ ფუნდამენტს უქმნის მაღალი პოლიტიკური, ფისკალური და სოციალური სტაბილურობა, რასაც აუმჯობესებს მისი ცენტრალური მდებარეობა ევრაზიაში. საქართველო ასევე აჩვენებს ყველაზე დინამიურ ეკონომიკურ ზრდას ევროპის მასშტაბით, რასაც თან ერთვის ნამდვილი მულტიკულტურალიზმი და ცხოვრების უტყუარი დონე.
მოწინავე შემსრულებელი მსოფლიოს მასშტაბით – საერთაშორისო დაწესებულებები ყოველწლიურად განიხილავენ საქართველოს როგორც ერთ-ერთ გამოჩენილ შემსრულებელს.
მე-7 პოზიცია, მსოფლიო ბანკის შეფასების მიხედვით, ბიზნესის წარმოების სიმარტივეში (190 ქვეყანას შორის);
მემკვიდრეობის ფონდის, ეკონომიკური თავისუფლების 2020 წლის ინდექსის მიხედვით მე-12 პოზიცია. Index 2020 (180 ქვეყანას შორის).
სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა – ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობა, აძლევს საქართველოს შესაძლებლობას იმოქმედოს როგორც ორ რეგიონს შორის გადებულმა ხიდმა, და შეითავსოს საქონლის ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი, უმოკლესი გზის ფუნქცია.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და 2.3 მილიარდ მომხმარებელზე წვდომა - საქართველოს გააჩნია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები (FTA) თურქეთთან, უკრაინასთან, ჩინეთთან (ჰონ-კონგის ჩათვლით) ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან (რუსეთის, ყაზახეთის და ა.შ ჩათვლით). ასევე, საქართველო არის შემდეგი ქვეყნების განზოგადებული პრეფერენციათა სისტემის (GSP) ბენეფიციარი: აშშ, იაპონია, კანადა.
სწრაფად მზარდი ეკონომიკა – ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მშპ სტაბილურად იზრდებოდა, წლიური 4.4%-იანი მაჩვენებლით.
ზრდისთვის ხელშემწყობი საგადასახადო პოლიტიკა – მსოფლიო ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველოში შეინიშნებოდა მსოფლიოს მასშტაბით მესამე ყველაზე დაბალი საგადასახადო მაჩვენებელი (9.9%). 2017 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი საგადასახადო პოლიტიკა. რომელშიც გაუნაწილებელი მოგება გათავისუფლდა გადასახადისგან - შესაბამისად, მოგების გადასახადი დაიქვითება მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში.
ახალგაზრდა, კვალიფიციური და კონკურენტული ფასების მქონე სამუშაო ძალა – საქართველოში არსებობს ახალგაზრდა, დინამიური, მრავალენოვანი და შესაბამისად განათლებული სამუშაო ძალა, რომელიც მზადაა ახალი გამოწვევებისთვის.
ევროპისა და აზიის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის მინიჭება | |
საქართველოს ხელსაყრელი ადგილდმებარეობა კავკასიის რეგიონსა და შავი ზღვის სანაპიროზე, იდეალურ პირობას უქმინს ქვეყანას, იყოს კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. საქართველო იდეალურადაა პოზიციონირებული მსხვილი ევროპული, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მარკეტებზე ეფექტიანად გასასვლელად, და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უმეტესობა მათგანთან, უკვე გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები (FTA). ამგვარად, საქართველო უკვე აკმაყოფილებს რეგიონალურ ბიზნეს და ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების პრერეკვიზიტების დიდ ნაწილს. დღესდღეისობით, საქართველო უკვე გვთავაზობს მყარი ინვესტიციის შესაძლებლობას, მისი მზარდი ეკონომიკით, აყვავებყლი ქალაქებითა და ბიზნესის წარმოებისთვის კონკურენტუნარიანი ფასებით. შესაბამისად ქვეყანაში უკვე იდება დიდძალი ინვესტიცია ინფრასტრუქტურისა და განათლების კუთხით, ხვალინდელი მსხვილი ინვესტიციების მოთხოვნების დაკმაყოფილების პერსპექტივით. და როდესაც ამ ყველაფერს დავუმატებთ უკვე ხსენებულ ხელსაყრელ გეოლოკაციას, საერთაშორისო ინვესტორებისთვის თვალისაჩინო ხდება საქართველოს ამოუწურავი პოტენციალი. საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეფექტიანმა ეკონომიკურმა რეფორმებმა და ძლიერმა მმართველობამ შეუქმნა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმერის სტატუსი. დღეს, სტაბილურად მზარდი ეკონომიკა, ლიბერალური და თავისუფალი მარკეტისკენ მიდრეკილი დამოკიდებულება, მხოლოდ 6 სახეობის მცირე და თანაბარი გადასახადის სახეობა, საგრძნობლად შემცირებული ლივენზიებისა და ნებართვების საჭიროება, გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურები, უკვე გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით შექმნილი 2.3 მილიარდ მომხარებელზე წვდომა, მყარი კავშირები ევროპასთან და ჩინეთთან, მომგებიანი გეოლოკაცია, განვითარებული და ინტეგრირებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც განათლებული, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი ფასის მქონე მუშახელი, უქმნის საქართველოს წარმატებული ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ყველა წინაპირობას. | ქართული ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადი განვითარების გეზს. 2019 წელს, ეკონომიკური მწარმოებლობა 5.1 პროცენტით გაიზარდა, რაც მეტწილად გამოწვეული იყო ვაჭრობის, სტუმართმოყვარეობისა და უძრავი ქონების, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ფინანსური სექტორების ზრდით. წარმატებულ ტურისტულ ინდუსტრიასთან და შიდა პროუქციის მზარდ ექსპორტთან ერთად, მოსალოდნელია რომ პირდაპირი უცხური ინვესტიციები მყარ პოზიციას შეინარჩუნებენ საქართველოს ეკონომიკაში. ქვეყნის ამბიციას იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო დანიშნულება დედამიწის გარშემო, თვალისაჩინოს ხდის მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვან და აღიარებულ რეიტინგებში საქართველოს მყარი პოზიციები. მაგალითად, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის 2020 წლის მონაცემებით საქართველოს იკავებს მეშვიდე ადგილს. ასევე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბიზნესი უცხოური მესაკუთრეობით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ ეკონომიკაში, რაც თავისწილ ამყარებს კავშირებს ევროპასა და აზიას შორის, და უქმნის საქართველოს შესაძლებლობას გაზარდოს ადგილობრივი მწარმოებლურობა ტექნოლოგიის გადატანის, ექსპორტზე ორიენტირებული ინვესტიციებისა და რეგიონული კონკურენტუნარიანობის ზრდის მეშვეობით. საქართველო შესანიშნავი დანიშნულებაა მსოფლიოს გარშემო მყოფი ნებისმიერი კომპანიისათვის, იქნება ეს ადგილობრივ, ევროპულ თუ უფრო ფართო, აზიურ მარკეტზე შესვლის მიზნით. ქვეყანა სავსეა ახალგაზრდა, დინამიური და კვალიფიციური მუშახელით და „ღია კარის პოლიტიკა“ თავისწინ ხელს უწყობს უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებს გაიზარდნონ საქართველოში და საქართველოს დახმარებით. ამ პუბლიკაციის მიზანია ახლანდელი საინვესტიციო პორტფელის წარდგენა. აღწერილი პროექტები თვალისაჩინოს ხდის საქართველოს ძლიერ მხარეებსა და იმას, თუ რატომაა ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი ქვეყანა ძალზედ მიმზიდველი უცხოური ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის. ქვემოთ< თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ხელსაწყო, საქართველოს სხვადასხვა ინდიკატორებით სხვადასხვა ქვეყნებთან შედარების მიზნით. |